ეროვნული ტელემარათონის ეთერში ზაპოროჟიის რაიონის ოკუპირებული ქალაქის, მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინელები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიების უახლოეს მომავალში დეოკუპაციას გეგმავენ.
“ბოლო 2 კვირის განმავლობაში ზაპოროჟიედან ფრონტის ხაზი დაახლოებით 5 კმ-ით უკან გადავიდა, სადღაც 7 კმ-ით. შესაბამისად, მოხდება როგორც ქალაქ მელიტოპოლის, ისე სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის დღის წესრიგი. ჩვენი დამცველები ზუსტად ასეთ ამოცანებს უყენებენ საკუთარ თავს”, – განაცხადა ფედოროვმა.