ბოლო 2 საათში რუსეთის 2 ვერტმფრენი და 1 ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

ბოლო 2 საათში უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის არმიის,  2 ვერტმფრენი და 1 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, ჩამოვარდნილი საფრენი აპარატების რაოდენობის შესახებ თუმცა დაზუსტებული ინფორმაციით ჩამოვარდნილია რუსეთის არმიის 1 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.

საუბარია, MI-8-ს ტიპის ვერტმფრენეზე და  Су-34-ის ტიპის ავიაგამანადგურებელზე.

თავდაპირველად ტელეგრამ არხებზე, გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია Ми8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები, იმავე ბრიანსკის ოლქში. გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე რაღაც ხვდება. ვერტმფრენის ბორდზე ორი პილოტი იმყოფებოდა და ორივე მათგანი დაიღუპა. დაშავდა 1 მოქალაქე.

ვრცელდება იმავე ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები, რომელიც უკვე სტაროდუბის რაიონშია გადაღებული.

რაც შეეხება თვითმფრინავს – ТАСС-ის ცნობით, საუბარია CУ-34-ზე, რომელიც იმავე ბრიანსკის ოლქში უკრაინის საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა. ასევე, ვრცელდება ცნობებით რუსეთის არმიის კიდევ ერთი თვითმფრინავის CУ-25-ის ჩამოვარდნის შესახებ.

როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს, ბრიანსკის ოლქში ეძებენ დივერსანტებს, რომლებიც შესაძლოა ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ჩამოგდების უკან იდგნენ.ასევე არის ვარაუდი  რომ ორივე დანადგარი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოეგდოთ.