ბოლო 24 საათში შსს-მ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 ადამიანი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 102 მოქალაქე დაჯარიმდა.

კერძოდ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის სამართალდამცავებმა 89 ადამიანი დააჯარიმეს.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, ხოლო 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის კი 6 ადამიანი.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება.

ცნობისთვის, კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურობის ცნობასთან დაკავშირებით „გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვისაა გამოწერილი.