ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირებულებიდან, 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინე სივრციდან, ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, 5 კი დაუდგენელი წყაროდან არის.
მისივე თქმით, თუ დღევანდელ 5 ადამიანს დავამატებთ წინა დღეებში გამოვლენილ 5 ინფიცირებულს, რომლის შემთხვევაშიც წყარო ვერ დადგინდა, ჯამურად 10 დაუდგენელი წყარაო გამოდის, თუმცა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, დაადგინეს თუ არა წინა დღეებში ინფიცირებულების წყარო.
“შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყო წინა ეპიზოდებში და ჩემთვის უცნობია ჯერჯერობით, მაგრამ თუ დაუდგენელი დარჩა 10 არის ასეთი წყარო, თუ დადგენილია გამოაკლდება”,- ამბობს მარინა ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 851-ია. გამოჯანმრთელდა 702 და გარდაიცვალა 13 პაციენტი.