ბოლო 24 საათი შეხსენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ფოკუსირება – ჰარცელი

”ბოლო 24 საათი შეხსენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ფოკუსირება ” – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა

“მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობისა და მისი უფლებების დაცვის თაობაზე. ეს ასევე ეხება საზოგადოებისთვის ობიექტური სამედიცინო რჩევების საჭიროებას, რათა მოხდეს სწორად შეფასება სიტუაციის და ყურადღება მიექცეს არსებული რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირებას, რაც არის ევროკავშირის ინტერესის საგანი. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ვფიქრობ საჭიროა ფიქრი ამ ჩიხიდან გამოსვლაზე და საუბარი შესაბამისი ზომების მიღებაზე ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით”. – თქვა ჰარცელმა