საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 423

დღეს საქართველოში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 423–მდე გაიზარდა. მონაცემები Stopcov.ge–ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.