ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 020 ახალი შემთხვევა, 3 387 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 79678
- გამოჯანმრთელებულია – 62061
- გარდაცვლილია – 703
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2326
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3280
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5592
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.