პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 737 ადამიანი 20 ლარით დავაჯარიმეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევის 790 შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20 ლარით კიდევ 737 ადამიანი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შსს–მ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 53 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.