ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 642 პირი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში პირბადის წესის დარღვევისთვის 642 პირი დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობა 20 ლარია.

უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 735 შემთხვევა გამოვლინდა. 2 000 ლარით დაჯარიმდა 93 ფიზიკური პირი და მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.