ბოლო 24 საათში რუსეთის ძალებმა კონტროლი ვერცერთ რეგიონში დაამყარეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარებმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს.უკრაინული ჯარები მათ წინსვლას კონტრშეტევებისა და წინააღმდეგობების ფონზე აფერხებენ.

“გაზრდილი აქტიურობის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ბოლო 24 საათში”, – აღნიშნავენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებმა ვერ დაამყარეს კონტროლი ვერც ერთ სფეროში “უკრაინის საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ეფექტურობის გამო, რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში”.