ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვია – უკრაინა

უკრაინა აცხადებს, რომ 10 აპრილს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონბასში 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ერთი კი დაიჭრა.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენების მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს, რითაც მინსკის შეთანხმება დაარღვიეს.

შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და რუსული დრონი ჩამოაგდეს.