ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინას 40-ზე მეტი რაკეტა ესროლა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინას 40-ზე მეტი რაკეტა ესროლა. აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი.

“გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა გამოიყენეს 41 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, აქედან 5 ესროლეს ხარკივს, 16 რაკეტა უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა განახორციელეს 24 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი საარტილერიო თავდასხმა. არიან დაშავებულები და დაღუპულები”, – აცხადებენ უწყებაში.