ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა, ხოლო 2 638 პირი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 224 155
- გამოჯანმრთელებულია – 208 951
- გარდაცვლილია – 2 443
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13451, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8313, PCR ტესტით – 5138
- კარანტინის რეჟიმში – 401
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5480
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1287