ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. დღეს 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 96 860
  • გამოჯანმრთელებულია – 77 932
  • გარდაცვლილია – 894
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 226
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 411
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 879
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.