ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 2002

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა, ხოლო 2 244 პირი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 204 003
  • გამოჯანმრთელებულია – 17 1526
  • გარდაცვლილია – 2002
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 468
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 183
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  6 680