თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 13 წლის მოზარდი გაეწერება, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა და ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.
„კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი, აქედან 68 კორონადადასტურებულია. დღეს ეწერება 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია. გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის ბავშვი, რომელიც იწვა 24 დღის განმავლობაში. ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.