ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 62 060 ოკუპანტი განადგურდა, მათ შორის 380 ბოლო 24 საათის განმავლობაშია ლიკვიდირებული. რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები – 2472 (+6);
- ჯავშანტექნიკა – 5111 (+18);
- საარტილერიო სისტემები – 1459 (+4);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – 345 (+1);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები – 180 (+3);
- თვითმფრინავები – 266;
- ვერტმფრენები – 234 (+1);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები – 1079 (+12);
- ფრთოსანი რაკეტები – 246;
- გემები / ნავები – 15;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები – 3875 (+13);
- სპეცტექნიკა – 136 (+1).