ბოლო 72 საათში რუსეთმა დონბასში ვერ მიაღწია ტერიტორიულ წინსვლას – ამის შესახებ, ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში ასევე წერია, რომ რუსეთის ძალები ლისიჩანსკის აღების შემდეგ წარმოქმნილი იმპულსის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.
“დაძველებული მანქანები, იარაღი და საბჭოთა ეპოქის ტაქტიკა, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ, არ იძლევა იმპულსის სწრაფად აღდგენის ან აშენების შესაძლებლობას, თუ არ გამოიყენებენ უზარმაზარ მასას, რომელსაც რუსეთი ამჟამად ვერ ახერხებს”, – წერს დაზვერვა.