ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელიმ, რომელიც პეკინში იმყოფება, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის მოთხოვნა ჩრდილოეთ ღაზადან 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის შესახებ „სრულიად შეუსრულებელი იყო“.
ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გუშინ ღაზას სამხრეთით გაიქცა, მას შემდეგ რაც ისრაელმა ტერიტორიის დატოვება უბრძანა მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის დაწყებამდე.
„ისეთ სიტუაციაში, როგორიც ღაზაშია, 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება მხოლოდ ჰუმანიტარულ კრიზისად შეიძლება ჩაითვალოს“, – თქვა ბორელმა ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს.
ევროპული მხარდაჭერის მიუხედავად, მან ასევე გააფრთხილა ისრაელი, რომ ის ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
”პოზიცია ნათელია — როგორც ნებისმიერ უფლებას[სახელმწიფოს თავდაცვის უფლებას], მასაც აქვს საზღვარი. და ეს ზღვარი არის საერთაშორისო სამართალი“–თქვა ბორელმა.