”გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი ბორის ჩელე ყურუა სასამართლომ გზის გადაკეტვის გამო 500 ლარით დააჯარიმა.
“24 აპრილის საქმეზე,როცა მედავებიან ქუჩაზე გადასვლას, იქ დგომას და ქუჩის გადაკეტვას არის ტყუილი, არ აქვთ არანაირი მტკიცებულება. მოსამართლემ ისევ გამოიყენა სასამართლო რეპრესიულ ინსტრუმენტად და ცდილობს, როგორც პოლიტიკოსები, ისე აქტივისტები, დააშინოს, თუმცა არ გვეშინია”- თქვა ბორის ჩელე ყურუამ.