დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ჯონსონმა ტვიტერზე დაწერა და ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტოც დადო:
“ის, რაც უკრაინაში ხდება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომ არის, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდში დგომას.
მჯერა უკრაინა შეძლებს და გაიმარჯვებს ამ ომში.“– წერს ჯონსონი.
უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ეს ჯონსონის უკვე მესამე ვიზიტია კიევში. პირველი ვიზიტი აპრილში, მეორე კი ივნისში შედგა.
What happens in Ukraine matters to us all.
That is why I am in Kyiv today.
That is why the UK will continue to stand with our Ukrainian friends.
I believe Ukraine can and will win this war. pic.twitter.com/FIovnqJGTS
— Boris Johnson (@BorisJohnson) August 24, 2022