ბორის ჯონსონი პუტინისგან ბირთვული იარაღის გამოყენებას არ ელოდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მისი აზრით რუსეთის პრეზიდენტი ტაქტიკური ბირთვული იარაღს უკრაინის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

თუმცა, ამავე დროს ჯონსონი დეტალებზე აღარ საუბრობს. სააგენტო როიტერის ცნობით, ბრტანეთის პრემიერმა ტელეარხ Talk TV–ს კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, თუ უკრაინაში კვლავ წარუმატებლობას განიცდის, მან მოკლედ უპასუხა: “არა, მე ასე არ ვფიქრობ.“