ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
როგორც ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, ბორის ჯონსონი დღეს წამოჯდა და ისე გაესაუბრა ექიმებს.
”ის საწოლში იჯდა და ესაუბრებოდა კლინიკურ გუნდს. პრემიერ-მინისტრის ამბავი გვახსენებს, თუ რამდენად განურჩეველია ეს ვირუსი”, – განაცხადა სუნაკმა.
ცნობისთვის ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, კლინიკაში 5 აპრილს შეიყვანეს. მეორე დღეს კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.