დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ და მის დასამარცხებლად 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. მან ქვეყნებს მოუწოდა, გეგმას შეუერთდნენ.
გეგმის მიხედვით:
- მსოფლიო ლიდერებმა უკრაინისთვის უნდა მოაბილიზონ საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიცია;
- მათ მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაში;
- რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს;
- საერთაშორისო საზოგადოებამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთის მიერ უკრაინაში მისი ქმედებების “მცოცავ ნორმალიზებას”;
- ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობით;
- ნატოს ქვეყნებს შორის უნდა დაიწყოს სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და გამძლეობის გასაძლიერებლად.
ჯონსონმა თქვა, რომ ”პუტინი უნდა დამარცხდეს ამ აგრესიის აქტში”.
„არ არის საკმარისი გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის – ჩვენ უნდა დავიცვათ იგი სამხედრო ძალით წესების გადაწერის მუდმივი მცდელობისგან”,– აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.