საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონ მაისურაძეა.
“ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”. – აცხადებს საპატრიარქო.
ბორჯომში მკვლელობა 6 აგვისტოს მოხდა. შსს-ის ცნობით, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ პირს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.