ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდნარეობს სალიკვიდაციო სამუშოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე.
რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა, მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი, ასევე, იყენებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს.