საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა – 2011 წლის შემდეგ ეს ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.
ივნისში ზეთი 47.1%-ით გაძვირდა, ბოსტნეული 16.6%-ით. ფასები ყველაზე მეტად მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:
- ზეთი და ცხიმი – 47.1%
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 16.6%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7%
- თევზეული – 11.1 %
- რძე, ყველი და კვერცხი – 10.6%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.3%
- ყავა, ჩაი და კაკაო – 7.2%
- პური და პურპროდუქტები – 5.5%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.3%