ეს არის, დაახლოებით 10 კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადა და აღწერა მისი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული სივრცეში გატარებული დრო.
„ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ რომ შეიხედოთ ამ დროს. ბოქსირებული პალატა არის ინფექციური ბოქსი, რომელიც არის ჩაკეტილი, დაახლოებით, 10კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ ასე, რომ არც თუ ისე სასიამოვნოა იქ ყოფნა. ვერც ვერავინ ვერ შემოდის იქ, გარდა ძალიან გულისხმიერი და ძალიან კარგი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისა, რომლებიც სავალდებულოდ აღჭურვილნი არიან დაცვის საშუალებებით. ეს ოთახი არის, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის . ეს არის პატარა სივრცე, რომელშიც მომიწია 26 დღე ყოფნა. მაგრამ ეს ყოფნა და სტრესი ძალიან შემიმსუბუქა იქ მყოფმა ხალხმა“,-განცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.