ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა.

მეწყერის გამო დანგრეულია ასობით სახლი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით სამხედრო და მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ესპირიტუ-სანტუში 15 ადამიანი დაიღუპა.

შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 279-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.