“ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა, ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონში დომინირება მოახდინოს. საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, რაც ნონსენსია. ამას არავინ ცდილობს. მაგრამ, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს მთელი რეგიონის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აგრესიის სხვადასხვა ტიპისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, ჩვენ ყველა ამ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ”.

ამის შესახებ NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.