მეუფე ვახტანგის თქმით, ივერი მელაშვილისთვის და ნატალია ილიჩოვასთვის ბრალის წაყენება არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან.
“ბრალდების წაყენება არ ნიშნავს, რომ ეს დამტკიცებულია. არ შეიძლება, არავის აქვს ამის უფლება, რომ ადამიანს სამშობლოს მოღალატე უწოდოს. ამაზე ცუდი რა უნდა უთხრა ადამიანს. მათზე არ ყოფილა სინოდის სხდომაზე ნამყოფი. კარტოგრაფებზე არ ყოფილა”,– ამბობს მეუფე ტვ პირველის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრში ივერი მელაშვილზე თავდასხმა “მიუღებელი” იყო.
“ეს უკვე დანაშაულია, არ უნდა ხდებოდეს, ეს რას ჰგავს, ეს არის ძალიან ცუდი და მიუღებელი. ეს არის შეურაცხყოფა სახალხოდ. ამის უფლება არავის უნდა ჰქონდეს და ამაზე უნდა იფიქროს სამართალდამცავებმა, რაღაც რეაქცია უნდა მოჰყვეს”, — განაცხადა მან.