“როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში.
ვინაიდან ის იყო მოშიმშილე პატიმარი და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ის ვერ იყო გადაყვანილი სასამართლო დარბაზში. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გაუკეთდა შეთავაზება, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო დისტანციურ რეჟიმში და დაცვის მხარის სურვილი არ იყო გამოხატული ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, მეორე მხარე ვერაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილი დისტანციური ფორმით”
ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იმედის ეთერში.