ბრიტანეთის დაზვერვა:რუსეთი ვერ ახერხებს დაპყრობილ ტერიტორიებზე გამაგრებას.რუსული არმია გამოფიტულია

ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვით:

  • უკრაინული არმია განაგრძობის პოზიციების გამყარებას ლისიჩანსკის რაიონში შემაღლებებზე, მას შემდეგ, რაც სევეროდონეცკიდან გავიდა. რუსეთი ვერ ახერხებს დაპყრობილ ტერიტორიებზე გამაგრებას, იმ მიზეზით, რომ უკრაინული არმია მოწინააღმდეგის ზურგში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს.
  • 24–26 ივნისს რუსეთმა ძლიერი დაბომბვები განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე დიდი სიშორის რაკეტებით. სავარაუდოდ გამოიყენეს საბჭოური სტილის რაკეტები As-4 და უფრო თანამედროვე As-23a. დარტყმები განხორციელდა როგორც ბელორუსიდან, ასევე რუსეთის საჰაერო სივრციდან.
  • ეს იარაღი შემუშავებულია სტრატეგიული დანიშნულების სამიზნეების გასანადგურებლად, მაგრამ რუსეთი განაგრძობს მათ გამოყენებას ტაქტიკური უპირატესობის მისაღებად. სახმელეთო ოპერაციებში რუსეთმა ზუსტად ასევე გამოიყენა ექვსი სხვადასხვა არმიის ნაწილები, თუმცა მხოლოდ სევეროდონეცკთან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია. რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოფიტულია. რუსეთის მეთაურობას ესმის, რომ ამჟამად არმიის საბრძოლო ეფექტურობა უარესდება და ასე დიდხანს ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელია– წერია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.