ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი ანგარიში მთლიანად მიეძღვნა უკრაინაში რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკის დანაკარგებს.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით:
- მინიმუმ Т-90М – ყველაზე თანამედროვე ტანკი, რომელიც რუსულ არმიას გააჩნია, განადგურებულ იქნა საბრძოლო მოქმედებების დროს. სულ რუსეთის არმიას დაახლოებით 100 ასეთი ტანკი ყავდა.
- Т-90 2016 წელს იქნა წარმოდგენილი და ის აღჭურვილია გაუმჯობესებული ჯავშნით, მოდერნიზებული ქვემეხით და გაუმჯობესებული თანამგზავრული ნავიგაციით. მოდერნიზებული ჯავშანი მოწინააღმდეგის შეტევის მიმართ უფრო მდგრადია, თუმცა ეს ტანკიც ექვემდებარება დაზიანებას, თუ სხვა ძალებით მიერ არ არის მხარდაჭერილი.
- უკრაინაში შეჭრა მძიმე დარტყმაა რუსეთის ზოგიერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და მოწინავე ქვედანაყოფებისთვის. რუსეთს ბევრი დრო და სახსრები დაჭირდება ამ კონფლიქტის შემდეგ საკუთარი შეიარაღებული ძალების აღსადგენად.
- თანამედროვე და მოდერნიზებული შეიარაღების ჩანაცვლება განსაკუთრებით რთული იქნება სანქციების ფონზე, რომელთა გამო რუსეთს მიკროელექტრონიკის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებზე ხელი არ მიუწვდება.