ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა. მისი შემცვლელი უკვე ცნობილია

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობიდან გადადგა. უოლესმა გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს გადასცა. ის ამ პოსტს ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა, აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უოლესის მინისტრობის დროს, ბრიტანეთი მოკავშირეებს შორის პირველი იყო, ვინც კიევს მიაწოდა  მოწინავე იარაღი, მათ შორის Challenger 2 ტანკები,  და Storm Shadow საკრუიზო რაკეტები, ყველაზე შორი მანძილის იარაღი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა  დასავლეთისგან დღემდე მიიღეს.  ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა უკვე ცნობილია.  ამ პოსტზე  გრანტ შეპსი დაინიშნა, რომელიც მანამდე ენერგოუსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.