დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი დღეს უკრაინაში ჩადის, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მასთან ერთად უნდა ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, თუმცა ორშაბათს საღამოს მან განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა და ახლო მომავალში სახლიდან იმუშავებს.
ტრასმა ორშაბათს თემთა პალატას შეატყობინა, რომ უკვე 10 თებერვლისთვის მიღებულ იქნება სანქციების შესახებ კანონის ახალი რედაქცია, რომელიც დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს სანქციები შემოიღოს კრემლთან რამენაირად დაკავშირებული ნებისმიერი რუსული კომპანიის თუ პერსონის წინააღმდეგ.
დღესვე კიევში ჩადის ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი მარკ რუტე, რათა კიევისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს. მანამდე რუტე აცხადებდა, რომ იმედი აქვს “მძლავრი კოლექტიური პასუხის“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესოს.