„აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული გაზეთი „ტაბულა“. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. შტერი ვგონივართ, მე მგონი, ბრიტანეთის ელჩს, როდესაც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთის, „ტაბულას“ დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტიკის დაფინანსება. ალბათ, შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუკი ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ NGO “მომავლის აკადემიის“ დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაცა მზადებას. ყველას შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც მუშაობს იმისთვის, რომ ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები, როგორც „ტაბულა“ და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია ისევე ე.წ. „მომავლის აკადემიები“. გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის ფულის მიცემა უნდა ბრიტანეთის ელჩს. ამაზე მეტი მავნებლობა რა შეიძლება ადამიანმა განაცხადოს არ ვიცი,“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.