ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, დევიდ კემერონი თავად ზის სატვირთო მანქანის საჭესთან, რომლითაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეგროვილი ჰუმანიტარული დახმარება პოლონეთში მიაქვს.
“ახლა პოლონეთში მივდივარ ჩემს ორ კოლეგასთან ერთად Chippy Larder–იდან (ბრიტანული არაკომერციული სასურსათო პროექტი), რომ წითელი ჯვრის ტვირთი ჩავიტანო. ეს მგზავრობა ხანგრძლივი იქნება, მაგრამ გზადაგზა საქმის კურსში ჩაგაყენებთ “–დაწერა კემერონმა ტვიტერზე.
ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის ტანსაცმელი, საფენები, პირველადი დახმარების ნივთები პროექტმა Chippy Larder–მა გაიღო, სადაც კემერონი ბოლო ორი წელია მოხალისედ მუშაობს.
მან ასევე აღნიშნა ბრიტანელების ფენომენალური გულუხვობა, რომლებიც “მზად არიან რთულ დროს მეგობრებს დაეხმარონ.“
მანამდე უკრაინის ელჩი ლონდონში მიესალმა ლტოლვილებისთვის დახმარებას, თუმცა დასძინა, რომ ნივთებით დახმარებას თანხით დახმარება ჯობს.
I’m currently driving to Poland with two Chippy Larder colleagues to make our delivery to the Red Cross. It’s going to be a long drive, but I’ll keep you updated along the way. #StandWithUkraine️ pic.twitter.com/T0ORCT4Eek
— David Cameron (@David_Cameron) March 18, 2022