დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ბირთვული საწვავის მიწოდების საერთო ჯაჭვისთვის ალიანსი შექმნეს. ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, განცხადება, რომელიც 16 აპრილს დიდი შვიდეულის (G7) შეხვედრაზე ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქ საპოროში გაკეთდა, რუსეთის ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან განდევნას ემსახურება.
ხუთი ქვეყანა სამოქალაქო მიზნებისთვის მოქმედ ბირთვული ენერგიის სექტორს რუსეთის მიწოდების ქსელებზე გავლენის მაქსიმალურად შესამცირებლად გამოიყენებს, რაც პუტინს ომის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წაართმევს.