ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს – პრისტაიკო

ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს. ამის შესახებ, უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ “Oбщественный”-სთან  განაცხადა. მისი თქმით, უკვე მოინახულეს აღნიშნული სამხედრო ხომალდი და უკრაინელი მეზღვაურები წვრთნებს უკვე გადიან.

“ჩვენ მოვინახულეთ საზღვაო ხომალდი, რომელიც მალე უკრაინას გადაეცემა. მასზე უკვე გადიან ჩვენი მეზღვაურები წვრთნას. ისინი მართავენ გემს, იარაღს. რამდენიმე ასეთი გემი იქნება.” – განაცხადა პრისტაიკომ.

უკრაინის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრიორიტეტები შეიცვალა და ახლა ქვეყანას რუსეთთან ომში, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სჭირდება, რომლებზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

“პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა გვჭირდება ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები. 2 არის საწყისი მაჩვენებელი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ხომალდები, რომლებიც ემსახურებიან მისი უდიდებულესობის საზღვაო ძალებს. ისინი გადაკეთდება, განახლდება და დაემატება სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ორი გემი. მათ ამ კლასის უფრო მეტი გემი ჰყავთ და ჩვენი ოფიცრები და მეზღვაურები ახლა გადიან წვრთნებს მოქმედ გემებზე.” – განაცხადა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ინტერვიუში.

გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინას რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 2,3 მილიარდი ფუნტი (დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი). დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სხვა საკითხებთან ერთად, აწვდის NLAW ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და მათ საბრძოლო მასალას, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით და არტილერიით.