დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის მხარდასაჭერად 2,3 მილიარდ ფუნტს გამოყოფს- ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს თანხა იარაღის შეძენას მოხმარდება. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს “თავისი ცოდნისა და გამოცდილების მიწოდებას”.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევახსენოთ მსოფლიოს, რომ ვხედავთ, როგორ არღვევს რუსეთი საერთაშორისო კანონს, სისტემატურად მონაწილეობს ომის დანაშაულებში […]ჩვენ ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ესმის: თუ არ შეწყვეტს იმას რასაც ახლა აკეთებს, ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები.” – თქვა უოლესმა.