ვაშინგტონმა რუსი ბიზნესმენების, სახელმწიფო კორპორაციების მენეჯერების, ჩინოვნიკების და პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირების: დიმიტრი პესკოვის, ალიშერ უსმანოვის, ბორის და არკადი როტენბერგების, სერგეი ჩემეზოვის, იგორ შუვალოვის, ევგენი პრიგოჟინის, ნიკოლაი ტოკარევის, კიდევ 47 პირის და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აქციები დააანონსა.
უსმანოვი და შუვალოვი ლონდონის სანქციებშიც მოხვდნენ: მათი ანგარიშები გაიყინება, ბრიტანელებს აეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება, თავად მათ კი დიდ ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ.
ბრიტანეთმა ასევე დააანონსა “ოლიგარქების მიმართულებით სამუშაო ჯგუფის“ შექმნა (Oligarch Taskforce), რომელიც რუსულ ელიტებს შეისწავლის.