ბრიტანეთმა თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დახურა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით,  ბრიტანეთმა თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დახურა. შესაბამის ინფორმაციას, საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ.

ბრიტანეთის საელჩო განმარტავს თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ცენტრი პარლამენტთან ახლოს მდებარეობს და ის დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა.

  • „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“,- ნათქვამია განცხადებაში.