“ბრიტანეთმა იცის რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ თქვენთან ვართ ბოლომდე” – წერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი რომელიც უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდა.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 25 ოქტომბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ეს კიევში მისი პირველი ვიზიტია.