ბრიტანეთმა რუსეთის თავზე მზვერავი თვითმფრინავის გადაფრენის განაცხადი შეიტანა. რუსები ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიტანეთმა შეიტანა განაცხადი მზვერავი თვიმფრინავის, RC-135–ის ფრენაზე მარშრუტით, რომლის ნაწილი რუსეთის საჰაერო სივრცეზე გადის.

მანამდე რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ბრიტანულმა RC-135–მა 15 აგვისტოს დაარღვია რუსეთის სახელმწიფო საზღვარი მურმანსკის ოლქში, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან რუსულმა Миг-31–ებმა განდევნეს.

ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ბრიტანულ განაცხადს მზვერავი თვითმფრინავის ახალი გაფრენის შესახებ რუსეთი “შეგნებულ პროვოკაციად“ აფასებს.

ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით არც 15 აგვისტოს ინციდენტზე და არც ახალ განაცხადზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.