დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე გამოიძახადა პროტესტი გამოთქვა “ქართული ოცნების” მხრიდან გაერთიანებული სამეფოსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ “ცრუ ბრალდებებისა” და “საჯარო თავდასხმების” წინააღმდეგ.
“გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მხრიდან თავისუფლების შეზღუდვისა და წინააღმდეგობის ჩახშობის უახლესი მცდელობაა
საარჩევნო კონკურენტების დაკავება წინააღმდეგობაში მოდის ნებისმიერ ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან, თუკი ეს “ქართულ ოცნებას” შემორჩა, და მათსავე კონსტიტუციურ ვალდებულებებთანაც.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა არ მოერიდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, თუკი საქართველო დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვას არ დაუბრუნდება”. – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა.