ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის $1 მილიარდის პირველი ტრანში გადაურიცხა

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა, გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პირველი ტრანში უკრაინას გადაურიცხა, რომელიც უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება.

“თანხები მოხმარდება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციას ყველა სუვერენული აქტივი ჩამოერთმევა და გადაიცემა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მომავალში,” – განაცხადა დენის შმიგალმა.

ეს არის პირველი ნაწილი £2.26 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხიდან, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გამოუყო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე.