დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის შესაძენად, გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი ფუნტი სტერლინგი (990 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო.
“მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობით, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიით, გარდაიქმნება,” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა.
ეს თანხა, სამი ტრანშიდან მეორეა, რომელთა საერთო ოდენობა 2.26 მილიარდ ფუნტს შეადგენს. პირველი 6 მარტს იყო.
2024 წლის ოქტომბერში “დიდი შვიდეულის” (G7) ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ.