დიდი ბრიტანეთის მთავრობის კუთვნილ მანქანაში სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს. არის ვარაუდები, რომ ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურების ნამუშევარია. ამის შესახებ The Sun ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოტანილ ჰერმეტულად დალუქულ მანქანის ნაწილში აღმოჩენილია გეოლოკაციის მონაცემების გადამცემი მინიმუმ ერთი SIM ბარათი.
მანქანებს, რომლებსაც შემოწმება ჩაუტარდა დიპლომატები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყენებენ.
მანქანები “ქირურგიულად დაშალეს ბოლო ხრახნამდე” მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები შესაძლოა ბრიტანელ მინისტრებზე ჯაშუშობდნენ.
წყაროს ცნობით, ეს სიმ-ბარათები საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში თვალყური ადევნონ სახელმწიფო ჩინოვნიკების გადაადგილებას და შექმნან მათი საქმიანობის დეტალური სურათი.
“ეს შეიძლება გაკეთდეს მეთოდურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს არის საფრთხე”, – თქვა წყარომ.
ჩინური ნაწილავტომობილზე დაშლის გარეშე დამონტაჟდა, საგარანტიო პირობებისა და კომერციული ხელშეკრულებების გამო.
კონსერვატიული პარტიის სპიკერმა სერ იან დუნკან სმიტმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჩინეთი უნდა განიხილებოდეს როგორც “მუდმივი საფრთხე”.
არსებობს შეშფოთება, რომ ჩინეთს შეუძლია სერიოზული საფრთხე შეუქმნას დიდ ბრიტანეთს სხვადასხვა დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების შესაძლო ქურდობიდან დაწყებული და დამთავრებული ბრიტანეთის მოქალაქეების დაშინებით.