ბრიტანელმა მუშებმა პორტში რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს

ბრიტანელმა პორტის მუშებმა უარი თქვეს გერმანული დროშით შესული ტანკერის გადმოტვირთვაზე, რომელმაც რუსული ნავთობი შეიტანა. ხომალდი Seacod გერმანული დროშით მდინარე მერსის ტერმინალთან პორტის ხელმძღვანელობის ნებართვით შევიდა. ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აკრძალა რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი გემის შესვლა მის პორტებში.

ადგილობრივი პროფკავშირი აცხადებს, რომ ამ კონკრეტული გემის ბორტზე არსაებული ტვირთი აკრძალვის ქვეშ არ ხვდებოდა, მაგრამ მუშები მას არავითარი პირობებით არ ჩამოტვირთავენ, ხელისუფლებამ კი უნდა დაკეტოს ყველა ხვრელები, რათა აკრძალვებმა პრაქტიკაშიც იმუშაოს.